ეს ვიზიტები როგორც არჩევნებამდე, ისე მას შემდეგ ამას ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ იწვნია უცხოურმა გეგმამ საქართველოში მარცხი და ახლა მოხდეს გეგმის გადალაგება - პაპუაშვილი

23 ოქტომბერი 2025, 11:33 119 ნახვა

ეს ვიზიტები როგორც არჩევნებამდე, ისე მას შემდეგ ზუსტად ამას ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ იწვნია უცხოურმა გეგმამ საქართველოში მარცხი და ახლა მოხდეს გეგმის გადალაგება, რაღაც ახალი მიდგომების მოფიქრება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას რადიკალების შეცვლილ გეგმასა და უცხოეთში გახშირებულ ვიზიტებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რადიკალები უცხოურ დაკვეთას ასრულებენ.

„არანაირი თანხის დახარჯვა ოპოზიციას არ სჭირდება. ისინი ასრულებენ უცხოურ დაკვეთას, არიან მათი გავლენის აგენტები და ჩადიან ცენტრში მითითებების მისაღებად. ასე, რომ მთელი ეს პერიოდი ჩვენ ამას ვაკვირდებით, რომ ცალ ფეხზე მდგომი „ენჯეოშნიკები“ და ოპოზიციონერები თავის ცენტრს ესაუბრებიან მხოლოდ. ქართველი ხალხი მათ არ აინტერესებთ. ქართველი ხალხის წინააღმდეგ არიან ისინი იარაღი, რომელსაც იყენებს მათი ცენტრი. ასე, რომ ეს ვიზიტები როგორც არჩევნებამდე, ისე მას შემდეგ ზუსტად ამას ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ იწვნია უცხოურმა გეგმამ საქართველოში მარცხი და ახლა მოხდეს გეგმის გადალაგება, რაღაც ახალი მიდგომების მოფიქრება და ამიტომაც მიდიან საზღვარგარეთ, რომ ადგილზე კონსპირაციულად, ისე რომ ქართველმა ხალხმა ეს არ დაინახოს, ვერ გაიგოს, ვის ხვდებიან, რაზე საუბრობენ. კონსპირაციულად მიიღონ დავალებები საქართველოსთვის ძირის გამოსათხრელად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, ადგილობრივი ორგანიზატორები ტროტუარზე დგანან, ნაბიჯს არ დგამენ რუსთაველის გამზირზე, უცხოელი ორგანიზატორები კი ტრიბუნიდან საუბრობენ და აქეზებენ მათ.

„ადგილობრივი ორგანიზატორები ტროტუარზე დგანან, ნაბიჯს არ დგამენ რუსთაველის გამზირზე, უცხოელი ორგანიზატორები კი ტრიბუნიდან საუბრობენ და აქეზებენ მათ. საბოლოო ჯამში, ზუსტად ასეთი ადამიანები სუსტებს, მოწყვლადებს, ემოციურად ამყოლებს სწირავენ იმისთვის, რომ დაარღვიონ კანონი და შემდეგ ისინი წარმოაჩინონ მსხვერპლად. ამ ადამიანებს მივმართავ განსაკუთრებით, ვინ ასე ცივსისხლიანად განწირულები ჰყავთ ამ ანტიქართული კამპანიის ორგანიზატორებს ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე