ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე - პოლიტიკური შეფასებები

23 ოქტომბერი 2025, 15:01 132 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის სუს-ში გამოკითხვასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე შინაარსობრივი კომენტარი სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უნდა გააკეთონ. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურები თავის დროზე იტყვიან ყველა ინფორმაციას. 

როგორც გუშინ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, შესაბამისი ორგანოები მსჯელობენ ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, რაზეც ''ლელოში'' აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის არდაჭერა სპექტაკლია და არა კორუფციასთან ბრძოლა.

ენმ-ში კი ფიქრობენ, რომ მიმდინარე პროცესები შიდა კლანური გადაადგილებებია და საერთო არაფერი აქვს კანონის დაცვასთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე