რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - პრემიერი

23 ოქტომბერი 2025, 10:41 125 ნახვა

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კარგად იცის საზოგადოებამ და სწორედ ამის გამოა, რომ ზედიზედ ორი წელია 1 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოდის არჩევნებზე, მხარს უჭერს მმართველ პარტიას.

„რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი. ეს ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და სწორედ ამის გამოა, რომ ზედიზედ ორი წელია 1 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოდის არჩევნებზე, მხარს უჭერს მმართველ პარტიას და კიდევ ერთხელ უარს ეუბნება რადიკალიზმს და უცხოურ აგენტურას“, - განაცხადა პრემიერმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე