უკრაინას ვერ ვეტყვით უარს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

14 ივნისი 2022, 14:05 549 ნახვა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. მან აღნიშნა, რომ ახლა გაწევრიანების ვადების დასახელება შეუძლებელია.

მისი თქმით, მას კარგად ესმის ზოგიერთი ქვეყნის შეშფოთება ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით. 

პარასკევს ევროკომისიამ უნდა გადაწყვიტოს მიენიჭოს თუ არა უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში