მას შემდეგ რაც აი-დი-ეს „ბორჯომის“ კომპანიის 7,73% წილის მფლობელი სახელმწიფო გახდა, ბორჯომში ორივე ქარხანასთან აქციები მაინც გრძელდება. საწარმოო პროცესი კი ისევ გაჩერებულია.
პარალელურად პროტესტის მონაწილეები სამართლებრივ დავას იწყებენ კომპანიის წინააღმდეგ. მათ, ცოტა ხნის წინ ახალციხის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომლითაც აქციის მონაწილეები კომპანიის მიერ ხელფასების დარიცხვას და რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ.
მთავრობის გადაწყვეტილებას და ბორჯომში მიმდინარე პროცესებს პარლამენტში დღესაც გამოეხმაურნენ.
ოპოზიცია პოპულისტურს უწოდებს საქართველოს მთავრობის მიერ ბორჯომის თანამფლობელობას, ''ქართული ოცნების'' წევრები კი ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კრიზისი განმუხტა.