„აზოვის“ პოლკის განცხადება 

14 ივნისი 2022, 14:05 1056 ნახვა

„აზოვი“ ცოცხალია, ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა დაღუპულისთვის, ყველა დანგრეული შენობისთვის, ყველა ქუჩისთვის. პუტინი ფიქრობს, რომ "აზოვი" „აზოვსტალის“ ნანგრევების ქვეშ დარჩა, მაგრამ "აზოვი" ახლა მთელი ქვეყანაა“- ამის შესახებ შტყობინება აზოვის პოლკმა  ტელეგრამ-არხზე  გაავრცელა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი "აზოვი", პირობას დებს რომ ოკუპანტებისგან ისევე გაათავისუფლებს ქალაქ მარიუპოლს, როგორც ეს 8 წლის წინ გააკეთა.   

,,აზოვის’’  პოლკის მებრძოლები თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ  ,,აზოვსტალსა’’ და მარიუპოლს, ისინი  რუსეთის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, იარაღს არ ყრიდნენ და არ ნებდებოდნენ. 

აზოვსტალიდან“ მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია 17 მაისს დაიწყო - ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით გადაიყვანეს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი