თურქეთმა შავ ზღვაში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

14 ივნისი 2022, 11:31 959 ნახვა

თურქეთმა შავ ზღვაში აღმოჩენილი საბადოდან ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით  ზღვის ფსკერზე მილსადენის მშენებლობა დაიწყო.  ქვეყანა ახალი მილსადენით გაზის მიწოდებას მომავალი წლის დასაწყისიდან აპირებს.

მილსადენი საქარიას საბადოს ჭაბურღილებს  ფილიოსის პორტში მშენებარე გაზის გადამამუშავებელ ქარხანასთან დააკავშირებს.

შავ ზღვაში ბუნებრივი აირის უმსხვილესი საბადოს აღმოჩენის შესახებ თურქეთმა 2020 წლის აგვისტოში განაცხადა. შავ ზღვაში თურქეთის სანაპიროდან 150 კილომეტრზე მდებარე საბადო 540 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიცავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი