ვითარება უკრაინაში

13 ივნისი 2022, 20:03 814 ნახვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში სამი სოფელი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ გაერთიანებული ძალების დაჯგუფება „ფეისბუქში“ წერს. მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 15 კმ-ით წინ წაიწიეს.

დღის განმავლობაში ცნობილი იყო, რომ რუსეთის ჯარის მნიშვნელოვანი უპირატესობის გამო, უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკში უკან დაიხიეს. ქალაქის ქუჩებში გრძელდება ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები ცდილობენ ალყაში მოაქციონ უკრაინის შეიარაღებული ძალები და ცვლიან აღჭურვილობას. გასულ ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს ქალაქ ბახმუტზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი