გერმანიის ოპოზიციის მხარდამჭერი მოწოდება

13 ივნისი 2022, 12:01 744 ნახვა

გერმანიის ოპოზიციამ მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ მათ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის სასწრაფოდ მიანიჭონ. ამის შესახებ გამოცემა დოიჩე ველე იუწყება.

„უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროკავშირის გზის გახსნა ჩვენს ინტერესებშია“ - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის უმსხვილესი ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელმა გუნტერ კრიხბაუმმა. ამ ფრაქციაში „ქრისტიან-დემოკრატები“ და ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი შედიან.

„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია. ამიტომ ჩვენ მოგიწოდებთ, რომ შეიქმნას სპეციალური მოდელი, რომელიც საშუალებას მისცემს კანდიდატებს ევროკავშირთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულები სრულფასოვანი წევრობის მინიჭებამდე“ - განაცხადა მან.  

რამდენიმე დღის წინ სააგენტო ''ბლუმბერგი'' წერდა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი არ ეთანხმება უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.  ამის წინააღმდეგ დანია და ნიდერლანდები გამოდიან, ხოლო გერმანია უკრაინისთვის ერთგვარი პირობითი კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში