უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

12 ივნისი 2022, 12:50 898 ნახვა

დარწმუნებული ვარ, უკრაინის კანდიდატის სტატუსის შესახებ პასუხს მალე მივიღებთ - დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია, გააძლიეროს არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტმა ომის 108-დე დღე შეაჯამა.  მისი თქმით, ხერსონის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსებისგან და გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ზაპოროჟიეს ოლქშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი