ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში

11 ივნისი 2022, 19:57 952 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპული კომისია დასკვნას იმის შესახებ, მიენიჭოს თუ არა უკრაინას კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომავალი კვირის ბოლომდე წარადგენს.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

გარდა ამისა მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში