ომის 107-ე დღეა უკრაინაში. ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებია. პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად 100-200 უკრაინელი სამხედრო იღუპება, რისი მიზეზიც საარტილერიო ცეცხლში რუსეთის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. როგორც კიევში ამბობენ, უკრაინას წინსვლისთვის ზალპური ცეცხლის 300-მდე რეაქტიული სისტემა მაინც სჭირდება.