ნუთუ ჰიტლერს ასე ელაპარაკებოდნენ? - დუდა შოლცზე და მაკრონზე

09 ივნისი 2022, 11:02 907 ნახვა

პოლონეთის პრეზიდენტმა სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ვიზიტების სერია დაიწყო, რათა დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატს სტატუსი მიანიჭონ.

გერმანულ გამოცემა ბილდ-თან ინტერვიუში, ანჯეი დუდამ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები  რუსეთის ლიდერთან სატალეფონო ზარების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჰიტლერს ასე არ ელაპარაკებოდნენ.

კითხვაზე, ეშინია თუ არა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს პუტინის, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტის მსგავსად, მასაც მიაჩნია, რომ „გამოსავალი მხოლოდ მოლაპარაკების გზით შეიძლება გამოიძებნოს“, ანჯეი დუდამ უპასუხა, რომ მას აკვირვებს ყველა მიმდინარე მოლაპარაკება პუტინთან, რადგან, ყველა ეს საუბარი უსარგებლოა.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აკრიტიკებს იდეას, რომ უკრაინის ომის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებია.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების მიღწევა ქვეყნის მთავრობის მეთაურების მონაწილეობის გარეშე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში