ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა - ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. გახდება თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსის მატარებელი, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას ივნისისი ბოლოს მიიღებს. რეპორტაჟში მოგიყვებით, რა განწყობებია ევროპარლამენტში და როგორ ხედავენ ტრიოს ქვეყნების პერსპექტივებს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში - ევროპარლამენტარების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს ლეგიტიმური ევროპული მისწარფებები აღიარებული უნდა იყოს.