ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა

08 ივნისი 2022, 16:24 1011 ნახვა

ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა - ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.

„ჩვენ საქართველოსა და მოლდოვის სასარგებლოდ არალეტალური სამხედრო დახმარების ზომების გაზრდის შეთავაზებით გამოვედით. ეს მხარს დაუჭერს ლოჯისტიკას, კიბერთავდაცვას, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობებს. ჩვენ ამ ზომებს ივნისში წარვადგენთ და მათი მიღება საბჭოს მიერ ივლისში იგეგმება“, – განაცხადა ვალდის დომბროვსკის​მა სიტყვით გამოსვლისას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი