ბათუმში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს ელოდებიან

08 ივნისი 2022, 13:03 1119 ნახვა

18-19 ივნისს ბათუმი ფუტვოლეის მსოფლიო ტურს მეორედ უმასპინძლებს. ტურნირში საქართველოს ფუტვოლეის სამი ნაკრებიც ჩაერთვება. სპორტის ეს სახეობა ფეხბურთის და ფრენბურთის წესებით შექმნილი თამაშია.

მატჩი ფრენბურთის ქვიშის მოედანზე მიმდინარეობს, თუმცა მოწოდებული ბურთზე ხელის შეხება არ შეიძლება. ამ სპორტის სახეობის პოპულარიზაციაში რონალდო, რონალდინიო, ედმუნდო სოუზა, რომარიო და სხვა ფეხბურთის ვარსკვლავები აქტიურად არიან ჩართულნი.

ბათუმის ქვიშის მოედანზე, საქართველოს ნაკრებთან ერთად ისრაელის ორი, ირანის, თურქეთის, ლიეტუას, აზერბაიჯანის ორი, იტალიის, საემიროების, პოლონეთისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების ბრაზილიის ნაკრებები იასპარეზებენ. ბათუმში მსოფლიო ტურის მეოთხე ეტაპი გაიმართება. მანამდე ტურნირები დუბაიში, პოლონეთში და ისრაელში ჩატარდა.

საქართველოდან გუნდები თურქეთში გადაინაცვლებენ, ხოლო დასკვნითი, საჩემპიონო ტური აგვისტოში აზერბაიჯანში გაიმართება. ტურნირს აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელშეწყობით აჭარის ფუტსალისა და ქვიშის ფეხბურთის ფედერაცია ატარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი