რუსეთმა უკრაინას „აზოვსტალში“ დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრები გადასცა - მედია

07 ივნისი 2022, 10:50 659 ნახვა

რუსეთმა უკრაინას „აზოვსტალში“ დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრები გადასცა. როგორც სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, კიევში „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში დაღუპული ათობით უკრაინელი სამხედროს ცხედარი გადაასვენეს.

ლეგიონ „აზოვის“ ყოფილი მეთაურის განცხადებით, დაწყებულია გარდაცვლილების იდენტიფიცირების პროცედურა. უცნობია, რამდენი ცხედარი შეიძლება, კიდევ იყოს დარჩენილი ქარხნის ტერიტორიაზე. 

მედიასაშუალებასთან საუბარში ჟორინმა დაადასტურა, რომ „აზოვსტალში“ გარდაცვლილი სამხედროების ნეშტი იყო იმ ცხედრებს შორის, რომლებიც უკრაინამ და რუსეთმა 4 ივნისს გაცვალეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი