გაფიცვის მეშვიდე დღე “IDS ბორჯომში“ და მედიაციის პროცესი

06 ივნისი 2022, 19:44 534 ნახვა

„ბორჯომის“ თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. გაფიცულებმა პირველი და მეორე ქარხნის პიკეტირება დაიწყეს. ისინი  პროტესტის გაგრძელებას ხელფასების დარიცხვამდე, 50 გათავისუფლებული ადამიანის აღდგენამდე და ძველი კონტრაქტების დაბრუნებამდე გეგმავენ. მათ საკითხს ახლა, შრომის ინსპექცია სწავლობს. სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ამბობს, რომ შესწავლის შემდეგ, შესაბამისი რეაგირებაც იქნება. საქმეში ჩაერთო მედიატორიც და უზრუნველყოფს დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკებებს.დღეს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა მოლაპარაკებები და ერთ კვირაში განიხილავენ საკითხს ბორჯომის აქციების მთავრობისთვის გადაცემის შესახებ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში