ბათუმში, საზაფხულო თეატრში კონცერტები იწყება. ახალრეაბილიტირებულ თეატრის სცენაზე მაყურებლის წინაშე დღეიდან 29 ივნისის ჩათვლით შემოქმედებითი კოლექტივები, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები და როკჯგუფები წარსდგებიან.
დღეს 21 საათზე ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლ "ბათუმისა" და ხალხური სიმღერის ვაჟთა ვოკალური ანსამბლის კონცერტი გაიმართება.