ევროკავშირის სანქციების მე-6 ტალღა რუსეთს

03 ივნისი 2022, 20:03 967 ნახვა

უკრაინაში ომის მე-100 დღეა, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის მიერ კრემლის წინააღმდეგ მიღებული სანქციები კი ძალაში დღეს შევიდა. მე-6 პაკეტი რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტის აკრძალვას მოიცავს. წლის ბოლომდე აკრძალვა რუსული ნავთობის იმპორტის 90 პროცენტზე გავრცელდება. ევროპელი ლიდერები ასევე შეთანხმდნენ რუსეთის უმსხვილესი ბანკის, „სბერბანკის“ „სვიფტის“ სისტემიდან გათიშვაზე და კიდევ სამი მსხვილი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის აკრძალვაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი