გაზრდილი გამოძახებები

04 იანვარი 2017, 00:00 2181 ნახვა

ვირუსულ ინფექციებსა და საახალწლოდ ინტოქსიკაციების რიცხვის მატებას უკავშირებენ მიმართვიანობის მატებას ბათუმის სასწრაფო - სამედიცონო დახმარების ცენტრში. როგორც აქ ამბობენ, გამოძახებები 50 პროცენტით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ გაზრდილა ბრიგადების რაოდენობა.ამ ფონზე, მოსახლეობა სასწრაფო დახმარების ბრიგადების მუდმივ დაგვიანებას უჩივის. საკითხთან დაკავშირებით, კომენტარები დღეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის მერიაში გაკეთდა. რა ხდება, ზოგ შემთხვევაში, საათობით ლოდინის მიზეზი და ვინ უნდა უზრუნველყოს სასწრაფო დახმარების სამსახურის გამართული მუშაობა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში