ლიეტუვამ ხელი მოაწერა თურქეთთან შეთანხმებას უკრაინის არმიის საჭიროებისთვის „ბაირაქტარის“ დრონის შესყიდვის შესახებ, - ამის შესახებ ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა „ტვიტერზე“ დაწერა. მისი თქმით, ამ მიზნით ლიეტუვის მოქალაქეებმა სამ დღეში თითქმის 6 მილიონი ევრო შეაგროვეს.
გაერთიანებული სამეფო აშშ-ის თხოვნით მიმართავს, ხელი მოაწეროს ამერიკაში წარმოებული, მოწინავე, საშუალო-რადიუსზე მოქმედი სარაკეტო სისტემის უკრაინისთვის გადაცემის ნებართვას. ამ საკითხზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ბრიტანეთს უკრაინისთვის „ემ-270“ ტიპის სარაკეტო სისტემის გაგზავნა სურს, რომელსაც სამიზნის განადგურება 80 კილომეტრის რადიუსში შეუძლია, თუმცა ექსპორტისთვის ნებართვა მწარმოებელმა ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა უნდა გასცეს.
ამ საკითხზე დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის ბრიტანელ კოლეგა ლიზ ტრასთან იმსჯელებს.