ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

01 ივნისი 2022, 11:26 1245 ნახვა

ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ფერადი ინსტალაციების, ზღაპრის გმირების, გამოფენების ნახვა და სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობ ღონისძიებაზე დასწრება პატარებს ბათუმის ცენტრალურ პარკში 12 საათიდან შეუძლიათ. პარკში განთავსდება  საბავშო ლიტერატურის კუთხე.

მთელი დღის განმავლობაში პატარების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ. დღე კი საბავშვო კონცერტით  დასრულდება. ღონიძიებები ბათუმის მერიის ორგანიზებით დაიგეგმა. 

ამის გარდა გასართობი აქტივობებია დაგეგმილი ბათუმის ბულვარის კოლონადებთანაც,  17 დან 20 საათამდე. ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში საბავშვო მატარებელი უფასოდ მოემსახურება პატარებს.

13 საათზე კი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.

აქტივობებია დაგეგმილი ქობულეთის ცენტრალურ პარკშიც.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი