შეტევა ყველა მიმართულებით მეტი ტერიტორიის დასაკავებლად - ასეთია რუსეთის ამჟამინდელი ტაქტიკა. როგორც ჩანს მტერი მაქსიმალური დივიდენდის მიღებას ცდილობს და კიევზე დარტყმების გაძლიერებასაც არ გამორიცხავენ.
საპირწონედ უკრაინა აგრძელებს თავდაცვას და რამდენიმე მიმართულებით შეტევით ოპერაციებსაც აწარმოებს ჯარის და ხალხის იმედად, თუმცა კვლავ ელიან დასავლეთისგან უფრო ინტენსიურ დახმარებას.