საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია და ფოტოგამოფენა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამეცნიერო სესიაზე სტუდენტებს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწალებლებმა 104 წლის წინ საქართველოში განვითარებულ პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი ფოტომასალები.
ღონისძიება უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეციერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.