ტრენინგი ბარმენებისთვის

25 მაისი 2022, 10:34 790 ნახვა

ტრენინგი ბარმენებისთვის. სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ატარებს. სწავლება თეორიულთან ერთად პრაქტიკულ კურსსაც მოიცავდა. 

მონაწილეები ჯერ ბარმენის მუშაობის ძირითად პრინციპებს, კლასიკური ალკოჰოლური კოქტეილების მომზადების ტექნიკას, ბარის მუშაობის სტანდარტებსა და ტიპებს გაეცნენ, შემდეგ კი კოქტეილის მომზადების პრაქტიკულ გაკვეთილს დაესწრნენ და თავადვე მოამზადეს სხვადასხვა სასმელი.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები წლის ბოლომდე გაგრძელდება. ტრენინგები, მასტერკლასები და ლექციები გასულ წელსაც ჩატარდა. 

მაღალმთიან აჭარასა და ბათუმში 700-ზე მეტი ბარმენი, გიდი, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენელი გადამზადდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი