სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი

24 მაისი 2022, 13:52 1094 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ  სახალხო დამცველის სარჩელის არსებითად განხილვა დაიწყო.  დავის საგანს წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები რომლებიც  დასაშვებად მიიჩნევს სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებულის მიერ  მიცემული ჩვენება  მისსავე წინააღმდეგ გამოიყენოს ბრალდების მხარემ.  მოსარჩელის არგუმენტაციით, შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება ბრალდებულის თვითიკრიმინაციისაგან დაცვის უფლებას.

მოსარჩელე მიუთითებს პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ ამგვარი გამოკითხვის პარალელურად ხდება გამოკითხვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და დოკუმენტირება, რათა მოგვიანებით, საქმის არსებითი განხილვისას, აღნიშნულ ინფორმაციას მიენიჭოს მტკიცებულების მნიშვნელობა, რომელზეც არ გავრცელდება ბრალდებულის მიერ საქმის არსებით განხილვამდე მიცემული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობის წესი.  საქმეს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებსაც მოუსმენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი