მშენებარე კორპუსში რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

18 ივლისი 2025, 11:19 205 ნახვა

გონიოში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე ჯერ-ჯერობით გამოძიებას დაკავებული არავინ ჰყავს.  მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლის  ახალგაზრდა,  რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა. მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 25-ე სართულიდან ჩამოვარდა.

მომხდარს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე გამოეხმაურა. იგი სახელმწიფოს  უსაფრთხოების რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს და პასუხისმგებლობას, კომპანია,,ნექს გონიო პლუსს’’ აკისრებს.  შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

სამშენებლო კომპანიის იურისტის განცხადებით, ხარაჩოების მონტაჟის სამუშაოებს  კონტრაქტორი კომპანია ახორციელებდა.  

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი