საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე 3 პირი დააკავა.
სამართალდამცველებმა პატრულირებისას შენიშნეს, რომ ერთერთი პირი ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რის საფუძველზეც შესაბამის სამართლებრივ ზომებს მიმართეს ჩხრეკისას მისმა თანმხლებმა პირმა პატრულ-ინსპექტორებს წინააღმდეგობა გაუწია.
სამართალდამცველებმა იარაღი, ვაზნებითა და მჭიდით ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.