რუსეთის დუმამ საქართველო რუსული მედიისადმი მტრულ ქვეყნებში დაასახელა

23 მაისი 2022, 23:01 861 ნახვა

რუსეთის დუმამ საქართველო რუსული მედიისადმი მტრული ქვეყნების სიაში დაასახელა. საქართველოსთან ერთად დასახელებულია, უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, კანადა, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა და პოლონეთი.

დუმის წარმომადგენლის ვასილი პისკარევის განცხადებით, კანონპროექტი სარკისებური ზომების შესახებ, რუსულ მედიის დისკრიმინაციაზე, იქნება ადეკვატური პასუხი რუსი ჟურნალისტების წინააღმდეგ მტრული ქმედებებისთვის.

ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის ანალიზმა აჩვენა, რომ დასავლეთი აწარმოებს მასობრივ კამპანიას რუსული მედიის დისკრედიტაციისა და მათი მუშაობისთვის გაუსაძლისი პირობების შესაქმნელად.

"ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზომები, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას, რომ მოხდეს უცხოური მედიის ლიცენზიისა და რეგისტრაციის გაწვევა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გაავრცელებენ მართლსაწინააღმდეგო ინფორმაციას, ეს ადეკვატური და მკაცრი პასუხია, მაგრამ გაცილებით ჰუმანურად და ცივილურად გამოიყურება, ვიდრე ის საინფორმაციო ომი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს“ , - განაცხადა პისკარიოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი