რუსულ აგრესიას 4600 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათგან 232 ბავშვია - უკრაინული მედია

23 მაისი 2022, 13:44 964 ნახვა

რუსულ შეიარაღებულ აგრესიას დადასტურებული ინფორმაციით, 4600 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათგან 232 ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ეს მაჩვენებლები არ შეიცავს მონაცემებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ რუსული ომის დანაშაულები დასტურდება შიდა და საერთაშორისო გამოძიებებით, ჟურნალისტური გამოძიებებითა და ანგარიშებით. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი