საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. ზღვისპირა ქალაქში 26 მაისს მთელი დღის განმვალობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი აქტივობა გაიმართება.
დაგეგმილია კონცერტები, საგანმანათლებლო-შემეცნებით გამოფენები, მოეწყობა ქართულ-ხალხური კუთხეები, ასევე დაგეგმილია სპორტული აქტივობები.
ევროპის მოედანზე 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება.
დრო სიმბოლურია, რადგან სწორედ ამ დროს მოეწერა ხელი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.