ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე სკვერში 8 ძირი წითელი ნეკერჩხალი დააზიანეს. ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი ვანდალიზმისა და ხე-მცენარეების მოპარვის ფაქტები გახშირებულია და მოსახლეობას პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ.
ვანდალიზმის შემთხვევები, როგორც აღმოჩნდა ბათუმში ახალი არ არის. ქალაქის მასშტაბით ასევე, 300-მდე ბუჩქია ამოთხრილი.