ენმ ხელისუფლებას რეპრესიებში ადანაშაულებს

17 მაისი 2022, 14:35 941 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს და ამის ერთ-ერთ მაგალითად 7 მაისის აქციაზე დაკავებებს ასახელებენ. მათი განცხადებით, 24 ადამიანი დარღვევებით დააკავეს  და  მოგონილი ბრალდებით ასამართლებენ.  მათივე მტკიცებით, პოლიციაზე ზეწოლით საქმის მასალების გაყალბებას ცდილობენ.

“ქართულ ოცნებაში“ “ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს უარყოფენ და ოპონენტებს დაუდასტურებელი ფაქტების გავრცელებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს.

“ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკრედიტებულ საელჩოებს საქმის მონიტორინგში ჩართვისკენ მოუწოდებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი