საბავშვო ბაღთან ქალი დაჭრეს - დაკავებულია ერთი მამაკაცი

17 მაისი 2022, 15:01 1927 ნახვა

შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც  ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ქალი დაჭრა. შემთხვევას პოლიცია პატრულირებისას შეესწრო.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალმა შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ქუჩაში გამოსულს კი, სავარაუდოდ, ყოფილი ქმარი დახვდა და დანით დაჭრა, რაც ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

32 წლამდე ასაკის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც გვითხრეს, რომ პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა არ აქვს და მას მალე გაწერენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაიწყო რაც 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში