ბათუმში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს 

17 მაისი 2022, 11:31 4810 ნახვა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალმა შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ქუჩაში გამოსულს კი, სავარაუდოდ, ყოფილი ქმარი დახვდა და დანით დაჭრა. სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია. 

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. 

ბათუმის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ 32 წლამდე ასაკის პაციენტი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 

ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო.

 

 

 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი