რუსული არმია უკრაინას ისევ უტევს, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით

16 მაისი 2022, 10:41 662 ნახვა

რუსული არმია კი უკრაინას ისევ უტევს, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით. თუმცა უკან არ იხევენ  უკრაინელი ჯარისკაცები. უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგის 11 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსამსახურში აცხადებენ.  იაკოვ განძიუკის სახელობის 59-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის არტილერისტებმა მტრის ტექნიკა გაანადგურეს.

ასევე ერთ-ერთმა  ბატალიონმა  ხარკოვის ოლქში უკან დახია რუსი სამხედროები და რუსეთის საზღვრამდე მივიდა. უკრაინის თავდაცვის უწყების „ფეისბუქ“ გვერდზეა განთავსებულია ასევე  ვიდეო,  რომელშიც  უკრაინელი სამხედროები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავენ.  ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია 229 ბავშვი, ორჯერ მეტი კი დაშავებულია.  ეს არის უკრაინის გენერალური  პროკურატურის მონაცემები. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები იზიუმის რაიონში კონცენტრირებული ქვედანაყოფების გამოყენებით შეტევითი მოქმედებებისთვის ემზადებიან.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი