ფინეთმა ოფიციალურად გამოაცხადა ნატოში გაწევრიანების განზრახვის შესახებ

15 მაისი 2022, 18:06 1233 ნახვა

ფინეთის მთავრობამ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ოფიციალურად გადაწყვიტა. ფინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება რუსეთთან ომის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მარინმა ხაზი გაუსვა, რომ შეუძლებელი გახდა მოსკოვის ნდობა და ამიტომ, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ფინეთი იძულებული გახდა არჩევანი ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ გაეკეთებინა. უახლოეს მომავალში ნატო-ს წევრობისთვის შვედეთიც მიმართავს.

ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდეს. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს ვერ დაუჭერს ალიანსის გაფართოებას, რადგან ფინეთი და შვედეთი "ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია".

ცნობისთვის, ჩრდილო ევროპული ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი გააუქმებს შვედეთის ორსაუკუნოვან ნეიტრალიტეტსა და ფინეთის სამხედრო მიუმხრომლობის პოლიტიკას, რომელიც 75 წელზე მეტს ითვლის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში