აზოვის ბატალიონის მებრძოლების გადასარჩენად მსოფლიო ლიდერები უნდა გაერთიანდნენ - აზოვსტალის მცველების მეუღლეებმა კიდევ ერთი ონლაინ პრესკონფერენცია გამართეს და მსოფლიოს დახმარებისკენ მოუწოდეს, ითხოვენ შეაჩერონ პუტინი და არ მისცენ ოკუპანტებს ასობით მოქალაქის დახოცვის უფლება. მათ ასევე უპასუხეს საერთშორისო მედიის კითხვებს. აზოვის მებრძოლების ახლობლები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე უმძიმესი ვითარებაა.
ასობით დაჭრილი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე ამ დრომდე იქ რჩება. ისინი აცხადებენ, რომ მებრძოლებმა რუსეთის რეპუტაცია მნიშვნელოვნად შელახეს, გადარჩენის ერთადერთი გზად მსოფლიო ლიდერების პუტინის წინააღმდეგ გაერთიანებას ასახელებენ.