ჯანდაცვის მინისტრი ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

14 მაისი 2022, 11:11 1053 ნახვა

ფარმაცევტული და კლინიკური სფეროს წარმომადგენლებს  ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო უწყების ხელმძღვანელმა. 

მინისტრმა აქცენტი თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე გააკეთა და თქვა, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, იაფი და ხარისხიანი მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდა, რამაც მოსახლეობას ამ კუთხით ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა. 

ზურაბ აზარაშვილის თქმითვე, ჯანდაცვის სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამინისტრომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, პილოტური პროექტი დაიწყო, რომელიც  წლის ბოლომდე, ყველა კლინიკაში ამოქმედდება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი