2 წლიანი პაუზის შემდეგ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის მოსწავლეები მაყურებლის წინაშე წარსდგნენ. პრემიერა "ბალეტის საღამო", ბახის მუსიკაზე შექმნილი კომპოზიციით წარმოადგინეს. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზი სრულად შეივსო. სცენაზე ერთმანეთს საბალეტო სკოლის მე-8 დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და მოსამზადებელი კლასის მოსწავლეები ცვლიდნენ.