სააკაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტებს მოუსმენენ

10 მაისი 2022, 13:13 1050 ნახვა

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების პოზიცია "ჩამოუყალიბებლად" მიიჩნია და დღევანდელი სხდომა გადადო. რის გამოც ვერ მოუსმინეს ცენტრ "ემპათიის" ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენელსაც, რომელსაც უნდა აეხსნა მოსამართლისთვის, რატომ ითხოვდნენ ციხეში შესვლისა და მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების უფლების მიცემას.

ადვოკატები ამას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ითხოვდნენ. მათ მოსამართლეს ბრალდებულის 3 მაისის წერილი წარუდგინეს, რომელშიც პატიმარი ითხოვდა სასამართლო პროცესი მისი დასწრების გარეშე, მხოლოდ შუამდგომლობების განხილვის ნაწილში გაგრძელებულიყო.

ბადრი კოჭლამაზაშვილმა ადვოკატებს უთხრა, რომ მას ჰქონდა 10 მაისით დათარიღებული განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი თანახმა იყო მისი სასამართლო პროცესი ჩატარებულიყო მისი მონაწილეობის გარეშე.

სხდომა მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთ ბრალდებაზე მიმდინარეობდა, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას ეხება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი