ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს კახეთში.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაკავებულმა მეზობელი, ინდოეთის მოქალაქე დაჭრა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.