ალან გაგლოევი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ.-ი პრეზიდენტი გახდა - ეგრედწოდებულმა ცესკომ, არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაცხადა.
გაგლოევს მხარი ამომრჩევლის 59 პროცენტზე მეტმა დაუჭირა და ბიბილოვი თითქმის 20%-იანი სხვაობით დაამარცხა, რომელმაც დამარცხება აღიარა და კონკურენტს გამარჯვება მიულოცა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში გუშინ გაიმართა.