აჭარის მთავრობის სახლთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს

06 მაისი 2022, 22:18 2676 ნახვა

ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს.

მათივე განცხადებით, ადგილზე დარჩებიან, ვიდრე სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ.

თავდაპირველად აქციის მონაწილეები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, ლოკაცია სიმბოლურად შეარჩიეს. რადგან 18 წლის წინ აჭარის რევოლუცია სწორედ უნივერსიტეტიდან დაიწყო, რაც შემდგომ ასლან აბაშიძის გადადგომით დასრულდა.

აქციაზე იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ასევე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში