მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია ბათუმში გრძელდება. მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა. პროტესტის მონაწილეები ახლა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არიან შეკრებილი.