მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

04 მაისი 2022, 13:41 854 ნახვა

არიუპოლში ვითარება უკონტროლოა. აგრესორები არ წყვეტენ საჰაერო დარტყმებს, მთავარი სამიზნე კვლავ ,,აზოვსტალია’’. ოკუპანტების ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია უკვე დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია,  დონეცკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გაავცელა

პავლო კირიკენკომ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ  ავტობუსების კოლონა მარიუპოლიდან ზაპოროჟიეს მიმართულებით გაემგზავრა.  ევაკუაციის პროცესს გაერო და "წითელი ჯვარი" ხელმძღვანელობს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, კოლონა გაჩერდება ტოკმაკში, ვასილივკასა და ლუნაჩარსკეში, რათა გზაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აიყვანოს. კირილენკომ აღნიშნა, რომ ტომაკიდან კოლონას კერძო მანქანები შეუერთდებიან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ აზოვსტალის ქარხნიდან 156 ადამიანია გამოყვანილი და ყველა მათგანი ზაპოროჟიეში უსაფრთხოდ იმყოფება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი