რუსეთის ომის 70-ე დღე უკრაინაში

04 მაისი 2022, 10:05 849 ნახვა

ომის 70-ე დღეს რუსების სარაკეტო დარტყმის სამიზნე  უკრაინის რამდენიმე რეგიონი გახდა. აფეთქებები იყო ლვოვში, სადაც სამი ელექტრო-ქვესადგური დაზიანდა. რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შემდეგ, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.  უკრაინის შეიარაღებული ძალების  ცნობით,  გუშინ ღამით, რუსეთმა უკრაინას 18-მდე რაკეტა ესროლა. 

ამავე დღეს უკრაინამ სულ მცირე 8 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია 7 თვითმფრინავისა და ერთი საავიაციო რაკეტის ჩამოგდების შესახებ. ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, სუმის რეგიონში განხორციელდა თავდასხმა რაკეტებითა და ნაღმტყორცნებით.

დონეცკში დაბომბვების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 27. რუსებმა იერიში მიიტანეს ხერსონზეც. დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი. სი-ენ-ენ-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ   ირპენიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, ქალაქში 290 ცხედარი იპოვეს.

ირინა ვენედიქტოვამ ირპინში ვიზიტის დროს რუსული ძალების ჩადენილ ომის დანაშაულებზე ისაუბრა.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმერ პუტინი 21-ე  საუკუნის ომის  მთავარ დამნაშავედ მოიხსენია. პროკურორის განმარტებით, რუსეთი გაუპატიურებას ომის ტაქტიკად იყენებს. კიევს ამ ეტაპზე 600-ი ეჭვმიტანილის სია აქვს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი