ელექტრონული საარჩევნო სისტემის პრეზენტაცია

29 აპრილი 2022, 19:43 1282 ნახვა

ცესკო-ს თავმჯდომარემ ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ. გიორგი კალანდარიშვილმა დადებითად შეაფასა ბათუმში 2 აპრილს შუალედური არჩევნების დროს 14-ვე საარჩევნო უბანზე ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატებით ხმის მიცემის პროცესი. დეტალურად ისაუბრა საპილოტე პროექტზე, რომელიც საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს. ელექტრონული  არჩევნების საპილოტე პროექტის მენეჯერმა ირაკლი ხორბალაძემ კი საპილოტე პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა  და შეფასების პროცესი მიმოიხილა, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი