ბოტანიკური ბაღის ახალი ტარიფები

29 აპრილი 2022, 18:36 2527 ნახვა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერება პირველი მაისიდან  უცხო ქვეყნის მოქალაქებისთვის 20 ლარი ხდება. თუმცა მოქმედებს შეღავათიანი ტარიფებიც. საქართველოს მოქალაქეები ბაღის დათვალიერებას 10 ლარად შეძლებენ, ამ შემთხვევაში საფასური 2 ლარით გაიზარდა. რაც შეეხება სტუდენტებს, მათთვის  ბილეთის ფასი 5 ლარი იქნება, იგივე თანხა დაუჯდებათ ბოტანიკური ბაღის მონახულება პენსიონერებს, მოსწავლეები კი ბილეთს 2 ლარად შეიძენენ.  ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მოქმედებს სხვა სახის აქციებიც.  გარდა ამისა, მათი თქმით, წლის განმავლობაში  იქნება სპეციალური დღეები, გამოფენები, როცა ბაღის ტერიტორიაზე შესვლას ნებისმიერი მსურველი უფასოდ შეძლებს. ტარიფების ზრდას ბოტანიკური ბაღის დირექტორი  მსოფლიო ბაზარზე ფასების მატებას უკავშირებს და ამბობს, რომ ბილეთის გაძვირება ბაღის მოვლისთვის საჭირო ხარჯების ზრდამ განაპირობა.   

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი